Saturday, May 30, 2009

მარიამი

   მე ვარ მარიამ ბერიშვილი 


   მოფერებით მეძახიან მარის. დავიბადე 25 აგვისტოს და რადგან სამ დღეში მარიამობის დღესასწაული უნდა ყოფილიყო, ამიტომ მეც ღვთისმშობლის სახელი დამარქვეს, მიუხედავად იმისა რომ ჩემი წინაპრებიც ატარებდნენ ამ სახელს: დიდი პაპის დედა – მარიამ ალსოზაშვილი და დიდი ბებიის და – მარიამ ბათიაშვილი, რომლის მამაც ახრისის სამების ეკლესიის წინამძღვარი – მღვდელი (იოსები) იყო. მამა ამბობს, რომ ჩემთვის ამ სახელის დარქმევა ღვითსმშობლობის დღესასწაულის მოახლოვებამ გადააწყვეტინა. მოვინათლე ერთი წლის შემდეგ, ურბნისის ეკლესიაში, მარიამობის დღეს და ნათლობის სახელიც მარიამია. აგვისტოს თვესაც ძველად მარიამობის თვეს ეძახოდნენ.

 მარიამ – არის ძველი ებრაული წარმოშობის სახელი, მოეპოვება რამოდენიმეგვარი განმარტება: 1. შეუპოვარი, დაუმორჩილებელი.2. მწარე. 3. ქალბატონი. 4. საყვარელი უფლისა. უფრო სარწმუნოდ ითვლება პირველი მნიშვნელობა.

  მარიამის მოფერებითი ფორმებია:   ქართულში: მარო, მარიკო, მაიკო, მაკო, მაშიკო, მარიკუნა. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიშა, მარიკა, მარუსია, გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული.
 მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა დედას ღვთისას, რომელიც დაიბადა წმინდა ქალაქ ნაზარეთში. მისი მშობლები იყვნენ იოაკიმე და ანნა.

 დედიკოსგან შევიტყვე რომ არსებობდა ერთი კაცი,რომელსაც ნიკო მარი ერქვა.ამ სიტყით გამოყნებულია გეოგრაფუული ადგილები.